ანდრეს ინიესტა კარიერას გაერთიანებულ საამიროებში გააგრძელებს
ასაკის მიუხედავად, 39 წლის ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი - ანდრეს ინიესტა, საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ ჯერჯერობით არ ფიქრობს და კვლავ სურს, რომ ტიტულები მოიგოს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 39 წლის ესპანელი ნახევარმცველი, კარიერას გაერთიანებული სამიროების კლუბ "ემირეიტს"-ში გააგრძელებს.
ამჟამად ანდრეს ინიესტა ბარსელონაში იმყოფება და "ბარსელონას" საწვრთნელ ბაზაზე ინდივიდუალურად ვარჯიშობს. ესპანური და არაბული მედიის თანახმად, ანდრეს ინიესტა გაერთიანებულ საამიროებში რამდენიმე დღეში გაფრინდება და "ემირეიტთან" კონტრაქტს მოაწერს ხელს.
ანდრეს ინიესტა კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდება და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისი ანაზღაურება წლის განმავლობაში 15 მილიონი ევრო იქნება.
"ემირეიტსი" გაერთიანებული საამიროების პირველ ლიგაში თამაშობდა, 2023 წელს კი სუპერ ლიგაში აღზევდნენ და ახალი მიზნებისთვის, კლუბში გამოცდილი ფეხბურთელების მოყვანა სურთ.
შეგახსენებთ, რომ ამ სპორტის სახეობაში ანდრეს ინიესტა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენია. მან "ბარსელონასთან" ერთად არაერთხელ მოიგო ყველა ის ტიტული, რომლის მოგებაც შეიძლებოდა, ხოლო სანაკრებო კარიერაში კი ესპანეთთან ერთად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია.
ანდრეს ინიესტა 2002-2018 წლებში "ბარსელონას" ღირსებას იცავდა, სადაც 442 მატჩში 35 გოლის გატანა შეძლო. 2018-2023 წლებში კი იაპონური "კობეს" შემადგენლობაში თამაშობდა, სადაც 114 მატჩში 21 გოლი გაიტანა.
ნამდვილად საინტერესოა, თუ როგორ და სად გაგრძელდება ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელის კარიერა, რომელიც ჯერჯერობით კარიერის დასრულებასა და ფეხბურთისთვის თავისა დანებებას არ აპირებს.