Belive

ანდრეს ინიესტა: "ბარსელონაში დაბრუნება მსურს"

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ და ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ 2022/23 წლების სეზონის ბოლოს იაპონური "ვისელ კობეს" დატოვება გადაწყვიტა, მოგვიანებით კი თქვა, რომ მშობლიურ "ბარსელონაში" დაბრუნება სურს.

"მინდა ფეხბურთის თამაში გავაგრძელო. ვგრძნობ, რომ ჯერ კიდევ შემიძლია ამის გაკეთება. როგორც არაერთხელ ვთქვი, მსურს დავბრუნდე "ბარსელონაში" ჩემი ცხოვრების რაღაც მომენტში, მაგრამ ვფიქრობ, რომ იქამდე ჯერ კიდევ შორია.

ვგრძნობ, რომ შემიძლია ფეხბურთის თამაში ისევ გავაგრძელო, თუმცა როცა ეს თავი დაიხურება, ვნახოთ რა მოხდება შემდეგ", - თქვა 39 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა.

ანდრეს ინიესტა 37 მოგებული ჯილდოთი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მეოთხე ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია. მას როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ აქვს მოგებული. 2010 წელს ინიესტა ოქროს ბურთის სამ ნომინანტს შორისაც მოხვდა.

სხვა სტატიები