Belive

ანდრეა პირლო: "ზედიზედ მეათე სკუდეტო უნდა მოვიგოთ, იმედია ლიგის ფინალშიც გავალთ" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ მომავალ სეზონში გუნდის მიზნების შესახებ ისაუბრა.  "მოსამზადებელი პერიოდი კარგად დავიწყეთ. ცოტა რთულია, რომ ამ დღეებში ბევრმა ფეხბურთელმა ეროვნული გუნდის დახმარების გამო დაგვტოვა, მაგრამ ჩვენ მუშაობას მაინც ვაგრძელებთ.  "იუვენტუსში" დაბრუნებისთანავე თავი მშვიდად ვიგრძენი, რადგანაც აქ მომუშავე ყველა ადამიანს კარგად ვიცნობ. ეს ძალიან დამეხმარა.  ჩვენ შემდეგ სეზონში მოედანზე ყველაფერს გავიღებთ. ჩვენი მიზანია, რომ გუნდმა სკუდეტო ზედიზედ მეათედ მოიგოს და იმედი გვაქვს, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდეც მივაღწევთ", - თქვა ახალბედა იტალიელმა სპეციალისტმა. ვეტერან ფეხბურთელს აქამდე სამწვრთნელო გამოცდილება არ ჰქონია. ამ წლის ივლისში მან "ბებერი ქალბატონის" 23-წლამდელთა გუნდი ჩაიბარა, ზუსტად ერთ კვირაში კი, მაურიციო სარის დათხოვნის შემდეგ, მას მთავარი გუნდი ანდეს.

სხვა სტატიები