Belive

ანდრე ონანა ნიუკასლის წინააღმდეგ არ ითამაშებს

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე ანდრე ონანა "ნიუკასლის" წინააღმდეგ არ ითამაშებს. ESPN-ის ცნობით, კამერუნელი ფეხბურთელი დღევანდელ შეხვედრას "ლიონთან" მატჩის შემდეგ, მასზე განხორციელებული მძიმე კრიტიკის შედეგად გამოტოვებს. ონანას დღეს თურქი ალტაი ბაინდირი შეცვლის.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კამერუნელი მეკარე გუნდთან ერთად საერთოდ არ გაემგზავრა და მას დასვენების საშუალება მისცეს, ასევე ცნობილია, რომ როგორც პირველი მეკარე ის სამუდამოდ არ შეცვლილა და შესაძლოა გუნდს სწორედ ევროპა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის, საპასუხო მატჩისთვის დაუბრუნდეს.

ონანამ რთული კვირა გადაიტანა, ჯერ ნემანია მატიჩთან ჰქონდა სიტყვიერი დაპირისპირება, როდესაც სერბმა ის "იუნატედის" ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ მეკარედ დაასახელა, მას შემდეგ მან "ლიონთან" 2 შეცდომა დაუშვა. წყაროს ცნობით ონანა ასევე აგვარებს მოედნის მიღმა საკითხებს მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე ქუჩის ძარცვის მსხვერპლი გახდა. მომხდართან დაკავშირებით ბრალი მამაკაცს წაუყენეს.

სხვა სტატიები