რუბენ ამორიმი: ,,მაგუაიერი კარგი გარემარბია''
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ იუნაიტედის'' მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა, ,,ბილბაოსთან'' მოგებულ მატჩზე ისაუბრა.
პორტუგალიელ სპეციალისტს ჟურნალისტმა ჰარი მაგუაიერის საგოლე პასზეც ჰკითხა:
,,შედეგით კმაყოფილი ვარ. თავიდან ბევრს ვიბრძოდით და მეტოქის გაძევებამ თამაში შეცვალა. ნებისმიერი მატჩი, შესაძლოა, ერთი ეპიზოდით შეიცვალოს.
ბილბაოს იგივეს გამეორება ოლდ ტრაფორდზე შეუძლია, რადგან ეს ძალიან ძლიერი გუნდია, ამიტომ შეხვედრისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ.
მაგუაიერის საგოლე პასი? ის კარგი გარემარბია (იცინის). ჰარის კარიერაში რთული მომენტები ჰქონდა, თუმცა ახლა გუნდს ეხმარება.
საპასუხო მატჩი? რა თქმა უნდა, უპირატესობა გვაქვს, გულშემატკივრებიც ჩვენთან იქნებიან, მაგრამ, შეიძლება, ყველაფერი შეიცვალოს.'' - რუბენ ამორიმი
ევროპა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,მანჩესტერ იუნაიტედმა'' ,,ბილბაოს'' სტუმრად 3:0 მოუგო. გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 8 მაისს, მანჩესტერში გაიმართება.
“Maguire is a good winger...” 😅
— Football on TNT Sports (@footballontnt) May 1, 2025
Ruben Amorim claims the tie 'is NOT done yet' and praises Harry Maguire's contributions 👏
🎙 @Becky_Ives_ | 📺 @tntsports & @discoveryplusUK pic.twitter.com/NRQ5VQ7jcS