Belive

"ადაპტაციაში გიორგი მამარდაშვილი ძალიან დამეხმარა" - ვიქტორ მუნიოსი

22 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრების წევრი ვიქტორ მუნიოსი, რომელიც ფურია როხასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა ლივერპულში მიმდინარე წლის ზაფხულში გადავიდა. 23 წლის შემტევი მერსისაიდულ კლუბს 40 მილიონი ევრო დაუჯდა.

მუნიოსმა ესპანურ გამოცემა Diario As-სთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, ერთ-ერთი საკითხი იყო ის თუ ვინ დაეხმარა მას ლივერპულში ადაპტაციის საკითხში და თავისი თანაგუნდელი გიორგი მამარდაშვილი ახსენა:

ადაპტაციაში ძალიან დამეხმარა მაკ ალისტერი, ასევე გიორგი მამარდაშვილი. ასევე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს რონალდ არაუხოსთან, მას შემდეგ რაც ის გუნდში მოვიდა. - ვიქტორ მუნიოსი

ვინ გახდება თქვენი აზრით ოქროს ბურთის გამარჯვებული?

მე უპირატესობას ლამინ იამალს მივანიჭებდი. ის ნაკრებში ჩემი თანაგუნდელია და ვფიქრობ, ეს ჯილდო მან დაიმსახურა. ნებისმიერი ფეხბურთელი, ვინც მას მოიგებს, ამას იმსახურებს, მაგრამ ჩემი არჩევანი ლამინი იქნებოდა. - ვიქტორ მუნიოსი

სხვა სტატიები