Belive

ანდერ ერერა - პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ახალი ტურნირი დაგმო

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მას შემდეგ, რაც 12-მა გუნდმა ევროპის სუპერ ლიგის დაარსების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა, ანდერ ერერა გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ახალ ტურნირზე კომენტარი გააკეთა. "პსჟ"-ს ნახევარმცველმა სუპერ ლიგა სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით დაგმო.

"მე ფეხბურთი გულშემატკივრითა და იმ ოცნებით შემიყვარდა, რომ მენახა, თუ როგორ ეთამაშებოდა ჩემი საყვარელი გუნდი საუკეთესოებს. თუ ევროპის სუპერ ლიგა შედგება, ეს ოცნებები დაიმსხვრევა. ფანები ვეღარ ნახავენ, თუ როგორ იგებს მათი გუნდები საუკეთესო ტურნირებს. მე მიყვარს ფეხბურთი და ჩუმად ვერ ვიქნები. მე მჯერა გაუმჯობესებული ჩემპიონთა ლიგის, მაგრამ არა იმის, თუ როგორ იპარავს მდიდარი ღარიბის შექმნილს - პლანეტის ყველაზე ლამაზ სპორტს," - წერს ერერა.
აღსანიშნავია, რომ ესპანელი ფეხბურთელის ამ განცხადებას სოციალურ ქსელებში უამრავი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

სხვა სტატიები