Belive

ანჩელოტი ვალენსიასთან მოგებაზე: ,,ამ სეზონში ჩვენი საუკეთესო მატჩი იყო''

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ,,ვალენსიასთან'' მოგებული მატჩი შეაფასა:

,,ეს ამ სეზონში ჩვენი საუკეთესო მატჩი იყო. ვალენსიამ მაღალი დონე ვერ აჩვენა, რადგან ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ. პირველ წუთებს თუ არ ჩავთვლით, იდეალური შეხვედრა ჩავატარეთ.

ვინისიუსი და როდრიგო საუკეთესო ფორმას დაუბრუნდნენ. მათ ამისთვის დრო სჭირდებოდათ და ბოლო ორ მატჩში გადამწყვეტი როლი შეასრულეს.

გეთანხმებით, რომ ეს ვინისიუსის საუკეთესო მატჩი იყო, მაგრამ ყველაზე მეტად არა ინდივიდუალური, არამედ გუნდური ძალისხმევის შეფასება მომწონს. ვალენსიასთან კი ყველამ კარგად ითამაშა.'' - კარლო ანჩელოტი

ლა ლიგის მე-13 ტურში მადრიდის ,,რეალმა'' ,,ვალენსიას'' უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა.

მატჩში ვინისიუსმა და როდრიგომ 2-2 გოლი გაიტანეს.

,,სამეფო გუნდი'' მომავალ შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ, 26 ნოემბერს, ,,კადისთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები