Belive

ანჩელოტი მუნდიალზე: ,,ფავორიტის სტატუსის შენარჩუნება მხოლოდ საფრანგეთმა შეძლო''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, სოციალური ქსელის საშუალებით კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს გამოეხმაურა:

,,დიდი ალბათობით, ყველანი ველოდით, რომ მსოფლიო ჩემპიონატი სიურპრიზების გარეშე ჩაივლიდა და ასეთი შოკი მივიღეთ... მაროკო ნახევარფინალში გავიდა, ესპანეთი და პორტუგალია დაამარცხა, ხორვატიამ კი პენალტების სერიაში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს მოუგო.

ჩუამენის შესანიშნავი გოლისა და გუნდის ფიზიკური ძალის დემონსტრირებით ფავორიტის სტატუსის შენარჩუნება მხოლოდ საფრანგეთმა შეძლო.

მნიშვნელოვანია, გამოვყოთ მეკარეების დონე, განსაკუთრებით თერთმეტმეტრიანების სერიაში. ბონომ, ლივაკოვიჩმა და მარტინესმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს. კომენტარი უნდა გავაკეთო ნეიმარის აკურატულობაზე, რომელიც ხორვატიასთან გატანილი გოლისას გამოავლინა. და, რა თქმა უნდა, ლუკა მოდრიჩის საოცარ თამაშზე ბრაზილიის წინააღმდეგ. ის ფეხბურთის ოსტატია, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში. ბოლოს, მინდა, აღვნიშნო მაროკოს შესანიშნავი თამაში და თავდადება,'' - წერს ანჩელოტი.

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინა ხორვატიას შეხვდება, საფრანგეთი კი - მაროკოს. მატჩები სამშაბათს და ოთხშაბათს გაიმართება.

სხვა სტატიები