Belive

ანჩელოტი: ,,გვინდა, ბოდიში მოვუხადოთ გულშემატკივრებს... ჩვენ ასეთები არ ვართ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ,,ჟირონასთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,უბურთოდ ყოფნისას აგრესია და თავდადება გვაკლდა, კონტრშეტევებისთვის მეტოქეს სივრცეები დავუტოვეთ. მათ პირველი ორი გოლი ორი მომენტის შედეგად გაიტანეს.

დაცვამ ძალიან ცუდად ითამაშა, ძალიან. დღეს ფეხბურთელებს არ უთამაშიათ, ნერვიულობდნენ და მათი დონე დაბალი იყო. თუ გუნდურად ვთამაშობთ, ყველას ვუგებთ, თუ არა, მაშინ ხარისხი საკმარისი არ არის.

გვინდა, ბოდიში მოვუხადოთ გულშემატკივრებს. ვიცით, რომ გული ვატკინეთ, ჩვენ ასეთები არ ვართ, ვწუხვარ...

შეიძლება თუ არა, რომ ეს წაგება გუნდისთვის კარგი იყოს? დიახ, შეიძლება,'' - განაცხადა ანჩელოტიმ.

ლა ლიგის 31-ე ტურში ,,ჟირონამ'' ,,რეალს'' უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. 31 ტურის შემდეგ, ანჩელოტის გუნდს 65 ქულა აქვს და პირველადგილოსან ,,ბარსელონას'' 11 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები