Belive

ანჩელოტი: ,,მატჩში 5 ძელი საკმაოდ იშვიათია, მგონი, ჩემს კარიერაში ასეთი რამ არ მომხდარა''

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ,,ბარსელონასთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა შეხვედრის შემდეგ ყურადღება მისი გუნდის შექმნილ მომენტებზე გაამახვილა:

,,თამაშში 5 ძელი საკმაოდ იშვიათია, მგონი, ჩემს კარიერაში ასეთი რამ არ მომხდარა. თითქოს, ,,ბარსელონას'' კართან კედელი იყო აღმართული.

 

ჩვენ ახალი გუნდი გვყავს, ახალწვეულებისთვის ახლა ადაპტაციის პროცესია, რაც ცუდად არ მიდის. ამ მხრივ ასე უნდა გაგრძელდეს. ნომინალური ცენტრფორვარდის გარეშე მომენტებს მაინც ვქმნით, ასე რომ, თამაშს ამ სქემით გავაგრძელებთ,'' - ანჩელოტის სიტყვებს მარკა ციტირებს.

აშშ-ში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ,,ბარსელონამ'' ,,რეალს'' 3:0 მოუგო. ანჩელოტის გუნდს გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდა (მათ შორის პენალტიც), თუმცა მადრიდელებმა მომენტების რეალიზება ვერ შეძლეს.

სხვა სტატიები