Belive

ანჩელოტი: "ხავისთან 3 მატჩის წაგება? მწვრთნელებს შორის დუელი რთულია - ბარსა უნდა დავამარცხოთ"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრის წინ, რომელშიც მისი გუნდი ელ კლასიკოში, "ბარსელონას" უნდა დაუპირისპირდეს, კომენტარი გააკეთა.

"ჩემთვის სამი მარცხი ამ სეზონში ხავისთან? ძალიან რთულია მწვრთნელებს შორის ინდივიდუალური დაპირისპირება. ეს მატჩი უნდა მოვიგოთ. ბოლო მატჩები კარგად ვითამაშეთ. ჩვენ მხოლოდ შედეგს არ ვუყურებთ, როცა ის დადებითია.

"ბარსელონას" წინააღმდეგ ჩატარებული ბოლო ორი შეხვედრა კარგად ვითამაშეთ. ამ მატჩში არ ვიცი იქნება თუ არა განსხვავებული შემადგენლობა.

ცხადია, რომ ელ კლასიკოში ინტენსივობა და ენერგია მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მატჩის ეფექტურმა დაწყებამ შეიძლება მოგვცეს უპირატესობა. ეს არის მატჩები მაღალი ტემპერამენტით და შესაძლოა, ჩვენი ფეხბურთელების გამოცდილება მნიშვნელოვანი ასპექტი იყოს.

მთელი წლის განმავლობაში ერთი სისტემით მუშაობის შემდეგ სისტემის შეცვლა რთულია. თქვენ შეგიძლიათ გააოცოთ თქვენი მოწინააღმდეგე მცირე დეტალებით. კროოსი და მოდრიჩი ხელშეუხებელი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ მატჩში აუცილებლად ითამაშებენ. ხელშეუხებელი ბევრია, მაგრამ თერთმეტი მოთამაშე უნდა ავარჩიო. ასევე უნდა ვიფიქრო იმაზე, თუ როგორ გავაძლიერო სათადარიგოთა სკამიდან მოედანზე შესული ფეხბურთელები.

მნიშვნელოვანია, გოლის გასატანად არ იჩქარო, რადგან 90-ე წუთზეც შეგიძლია გოლის გატანა. თქვენ უნდა აკონტროლოთ თამაში როგორც ბურთით, ასევე მის გარეშე. ეს პირველ მატჩში მოვახერხეთ, მაგრამ ბევრი მომენტი არ შეგვიქმნია - უფრო მკაფიოდ უნდა ვიმოქმედოთ, ერთი ფაზიდან მეორეში უფრო ადრე გადავიდეთ. შეგიძლიათ გაიტანოთ მეხუთე წუთზე, შემდეგ კი ორჯერ ვერ გამოიყენოთ მომენტი. თუ სწორად ითამაშებ, შეგიძლია გაიტანო", - თქვა 63 წლის იტალიელმა სპეციალისტმა.

"ბარსელონასა" და "რეალის" დაპირისპირება 5 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. პირველი მატჩი მადრიდში კატალონიელების გამარჯვებით - 1:0 დასრულდა.

სხვა სტატიები