ანჩელოტი: ,,კარიერის სტარტზე თანაშემწეს ვუთხარი, რომ 2000 წლამდე ვერ ვიცოცხლებდი''
10 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, სამუშაოსგან მიღებულ სტრესზე ისაუბრა:
,,ტოპ 5 ლიგიდან რომელში ვიგრძენი ყველაზე დიდი ზეწოლა? ჩემი კარიერის სტარტზე, იტალიის სერია B-ში...
სტრესზე გამკლავება იმდენად გამიჭირდა, ჩემს ასისტენტს ვუთხარი, რომ 2000 წლამდე ვერ ვიცოცხლებდი. და, აი, ახლა 2024 წელია და ვაგრძელებ... თანდათან ეჩვევი და ხვდები, რომ წნეხი არის საწვავი, რომელიც საკუთარი საქმის უკეთ კეთებაში გეხმარება.'' - კარლო ანჩელოტი
კარლო ანჩელოტის სამწვრთნელო კარიერა 1995 წელს ,,რეჯანაში'' დაიწყო. მას შემდეგ იტალიელი სპეციალისტი ,,პარმას'', ,,იუვენტუსს'', ,,მილანს'', ,,ჩელსის'', ,,პარი სენ ჟერმენს'', ,,რეალს'', ,,ბაიერნს'', ,,ნაპოლისა'' და ,,ევერტონს'' წვრთნიდა.