ანჩელოტი: ,,ეს არის მატჩი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ტიტულისთვის ბრძოლა გავაგრძელოთ''
23 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ,,ატლეტიკოსთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,ჩემპიონთა ლიგაზე, როგორც ყოველთვის, მოტივირებულები ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ აქ დავრჩებით. ეს არის შეხვედრა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ტიტულისთვის ბრძოლა გავაგრძელოთ. წელს ეს ცოტა უფრო რთულად მოსჩანს, მაგრამ გვსურს, ბოლო მატჩამდე ვიბრძოლოთ.
ატლეტიკოსთან ყველა დაპირისპირება რთული იყო და ხვალაც ასე იქნება. გადამწყვეტი, შესაძლოა, კარგი ცვლილებები აღმოჩნდეს.
მიზანი ნათელია - მეოთხედფინალში გასვლა გვინდა. ჩვენი თითოეული ფეხბურთელი ხვალინდელ შეხვედრაზე ბოლომდეა კონცენტრირებული.'' - კარლო ანჩელოტი
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ,,ატლეტიკო'' ,,რეალს'' უმასპინძლებს. მატჩი 00:00 საათზე დაიწყება. გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ,,სამეფო კლუბის'' გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.