ანალიზი - როგორ ათამაშებს მანჩესტერს სოლსკიაერი?
6 წლის წინ
ფეხბურთი
4 წთ
ოლე გუნარ სოლსკიაერი იყო ფეხბურთელი, რომელიც "მანჩესტერს" სწორედ მაშინ ეხმარებოდა, როდესაც გუნდს ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. "ბავშვისსახიანი მკვლელის" სახელით ცნობილ ნორვეგიელს "მანჩესტერში" რეკორდი აქვს დამყარებული - მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩართვის შემდეგ, მას 28 გოლი აქვს გატანილი. მათ შორის გამორჩეული გოლი, ცხადია, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბაიერნთან" ბოლო წუთზე გამარჯვების მომტანი დარტყმაა.
არაა გასაკვირი, რომ "მანჩესტერის" გულშემატკივრებში მთავარი მწვრთნელის შეცვლის და სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ გაძლიერებისა და "წითელი ეშმაკების" ძველი დიდების დაბრუნების იმედი ჩაისახა. იქედან გამომდინარე, რომ მოურინიოს სტილი გულშემატკივარში უკმაყოფილებას იწვევდა, სოლსკიაერი სავარაუდოდ უფრო სანახაობრივ ფეხბურთზე გააკეთებს აქცენტს - ეს კი მარუან ფელაინის სტილის ფეხბურთელებისთვის სასიხარულო ინფორმაცია ნამდვილად არ არის. ოლე გუნარ სოლსკიაერს, ხშირად აღუნიშნავს, რომ იგი პოლ პოგბას პოტენციალის დიდი გულშემატკივარია. სავარაუდოა, რომ მსოფლიო ჩემპიონ ფეხბურთელს ნორვეგიელი სპეციალისტის მწვრთნელობის პერიოდში გაცილებით მეტი ფუნქცია მიენიჭება.Solskjaer’s @ChampionsLeague final winner vs Bayern | Legend#MUFC pic.twitter.com/QP2v1ZzNrF — Man Utd Update (@ManUtdsUpdate) December 19, 2018
იგივე ტაქტიკური მონახაზი, თუმცა პოგბას მეტი თავისუფლება მიენიჭება

პოგბა შემტევითი ნახევარმცველის პოზიციაზე

"ფარით ან ფარზე" - ყველა შეტევაში!
