"ამიტომ თამაშობდა ჩვენს ნაკრებში?" - წიტაიშვილი უკრაინაში გააკრიტიკეს
3 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
„გიორგი წიტაიშვილი – „ყოველთვის მინდოდა საქართველოს ნაკრებში მეთამაშა“. სწორედ ამიტომ თამაშობდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უკრაინის ახალგაზრდულ გუნდებში?“ – წერს რუბრიკის ავტორი.საფეხბურთო მოქალაქეობის შეცვლის რეალურ მიზეზებზე გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს პასპორტის მიღების შემდეგ ილაპარაკა.
„ყოველთვის მინდოდა საქართველოს ნაკრებში მეთამაშა. მშობლები და ოჯახის წევრები ამის შესახებ ბევრჯერ მესაუბრნენ. მინდა, კლუბში მაღალ დონეზე ვითამაშო, რომ ეროვნულ გუნდში გამომიძახონ. ესაა ჩემი მიზანი. ქართველ გულშემატკივარს ერთ რამეს ვპირდები – როდესაც საქართველოს ნაკრების მაისურით შევალ მოედანზე, გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ“, – განაცხადა წიტაიშვილმა.უკრაინელების გაღიზიანება ნაწილობრივ გასაგებია. გიორგი წიტაიშვილი უკრაინის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო. 2019 წელს, ქართველი ფეხბურთელი უკრაინის 20-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი და ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. გიორგი წიტაიშვილმა პროფესიული საკლუბო კარიერა კიევის „დინამოში“ დაიწყო. 2020-21 სეზონში იჯარით პოლტავის „ვორსკლაში“ გამოდიოდა.