ამ ზაფხულს ვიქტორ ოსიმენს ნაპოლის დატოვება სურს
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ზაფხულს ოსიმენს "ნაპოლის" დატოვება სურს. სპორტული ჟურნალისტი იმასაც წერს, რომ ნიგერიელი ფორვარდისთვის ნეაპოლის დატოვების გეგმა პრიორიტეტულია.
ოსიმენის მთავარ მსურველებად პარიზელები ითვლებოდნენ, თუმცა გასულ საღამოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბები ვერ შეთანხმდნენ. "პსჟ-მ" გარიგებაში ლი კანგ-ინის ჩართვაზე უარი თქვა და არც ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის (120-130 მილიონი ევრო) გადახდას აპირებს. გარდა ამისა, როგორც რომანო წერს, ,,პსჟ'' საკუთარი ფორვარდების, კოლო მუანისა და გონსალუ რამოშის თამაშით კმაყოფილია.
მიუხედავად ამისა, ოსიმენის წასვლის შესახებ მაინც იწერება. იმის ფონზე, რომ "ნაპოლი" ვიქტორის შეცვლას ლუკაკუთი გეგმავს, სპორტული ჟურნალისტები მის მომავალს საუდის არაბეთს უკავშირებენ.
გასულ სეზონში ოსიმენმა ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 32 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.