"ამ წლების საუკეთესო ნაწილი მთელი მოგზაურობა იყო - VAMOS ARGENTINA" - მესი
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნული ნაკრები ზედიზედ მეორედ იასპარეზებს, სადაც ესპანეთს დაუპირისპირდება, მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.
შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ლეგენდარულმა ლეო მესიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა თითოეულ თანაგუნდელსა თუ სამწვრთენო შტაბის წევრს მადლობა გადაუხადა ამ არაჩვეულებრივი მოგზაურობისთვის:
ამ წლების საუკეთესო ნაწილი არამხოლოდ ტიტულები, არამედ მთელი მოგზაურობა იყო. ამ გუნდთან ერთად ბევრი სასიამოვნო დღე შევიგრძენი, ერთად მივაღწიეთ ბევრ რაღაცას, რთულ პერიოდშიც ერთად ვიყავით და ყოველი ნაბიჯით ვტკბებოდით.
მადლობა ჩემს თითოეულ თანაგუნდელს, სამწვრთნელო შტაბს და ყველას, ვინც ყოველდღიურად მუშაობს, რათა ეს ეროვნული გუნდი ოჯახად შეინარჩუნოს.
რაც არ უნდა მოხდეს ფინალში, ამ ჯგუფმა უკვე დაწერა ისტორია, რომელსაც არასდროს დავივიწყებთ და რომლის წაშლაც არავის შეუძლია.
VAMOS ARGENTINA! - ლეო მესი