Belive

"ამ თაობას ბევრი შეუძლია" - რამაზ სვანაძე

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს 21 წალმდელთა ეროვნული საფეხბურთო ნარკები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია. რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა პლეი-ოფის საგზური ბოლო ტურში გაინაღდა. ნიდერლანდებთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ, საქართველომ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

მატჩის დასრულების შემდეგ, გუნდის მთავარ მწვრთნელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდებმა ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია, ჩემი აზრით, ჯგუფში საუკეთესონი იყვნენ. ამ შეხვედრაში დაღლილობამ იჩინა თავი, თუმცა, აქვე გამოჩნდა ამ თაობის მენტალობაც. ამ თაობას ბევრი შეუძლია!

მეოთხედფინალში გასვლას რაც შეეხება, ეს კარგია, მაგრამ უკან არასოდეს ვიხედებით. ოლიმპიადაზე მოხვედრა ყველას ოცნებაა და ვეცდებით, რომ ეს საგზური მოვიპოვოთ." - განაცხადა რამაზ სვანაძემ, 

ჯერჯერობით, რამაზ სვანაძის გუნდის მეტოქე ცნობილი არ არის. მეოთხედფინალში ჩვენს სავარაუდო მეტოქეებს შორის გერმანია, ისრაელი და ჩეხეთი არიან.

სხვა სტატიები