Belive

"ამ თამაშის შემდეგ, მისი თავდაჯერება გაიზრდება" - ბერბატოვი ზირკზეს გოლს გამოეხმაურა

4 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის 2024/25 წლების სეზონი, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ფულემის" დაპირისპირებით დაიწყო. "ოლდ ტრაფორდზე" არც ისე სანახაობრივი მატჩი გაიმართა, რომელშიც მხოლოდ 1 გოლი გავიდა.

"წითელი ეშმაკები" მომენტების შექმნას ცდილობდნენ, მაგრამ შეხვედრის ერთადერთი გოლი ჯოშუა ზირკზემ გაიტანა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ნიდერლანდელმა შემტევმა მეტოქის კარი 87-ე წუთზე აიღო.

მატჩის დასრულების შემდეგ, კომენტარი დიმიტარ ბერბატოვმა გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს გოლი ზირკზეს უფრო თავდაჯერებულს გახდის.

ამ თამაშის შემდეგ, ზირკზე გახარებული იქნება. ეს სწორედ ისაა, რაც თავდამსხმელს სჭირდება. პირველი მატჩი ახალ კლუბში და პირველი გოლი - მისი თავდაჯერება საგრძნობლად გაიზრდება. - დიმიტარ ბერბატოვი.

შეგახსენებთ, პრემიერ ლიგის მე-2 ტურში, "მანჩესტერ იუნაიტედი" სტუმრად "ბრაიტონს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები