Belive

მუნდიალი 2022 | "ამ ყველაფერზე პასუხს მე ვაგებ" - ლუის ენრიკე

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მაროკოს ნაკრებთან განცდილმა მარცხმა ესპანეთი 1/8 ფინალიდან გამოაგდო. უგოლო ძირითადი და დამატებითი დროის შემდეგ საქმე პენალტებამდე მიდგა, სადაც ლუის ენრიკეს გაწვრთნილმა ფეხბურთელებმა ვერცერთი პენალტი გაიტანეს. მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ გუნდის მარცხზე პასუხს ის აგებს.

" შემდეგ კვირაში ჩემი მომავლის შესახებ ვიმსჯელებ, ახლა შესაფერისი მომენტი არ არის. ამ ყველაფერზე პასუხს მე ვაგებ."

23:00 საათზე, პორტუგალიასა და შვეიცარიას შორის, ბოლო 1/8-ფინალური შეხვედრა გაიმართება. 1/4-ფინალში სწორედ ამ ორ ნაკრებს შორის გამარჯვებული დაუპირისპირდება მაროკოს.

სხვა სტატიები