"ამ მაისურისა და გულშემატკივრების წინაშე ბევრის გაკეთება მმართებს" - ლუკა ლოჩოშვილი
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"კრემონეზეს" ქართველი ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი, რომელიც ამჟამად იჯარით "სალერნიტანას" ღირსებას იცავს სერია B-ს პლეი-აუტს ითამაშებს. "სალერნიტანამ" "ჩიტადელა" 0:2 დაამარცხა და ამით მათ პლეი-ოფის თამაში გაინაღდეს, ისინი ორმატჩიან დუელში გიორგი კვერნაძის "ფროზინონეს" დაუპირისპირდებიან.
"ჩიტადელასთან" გამართული მატჩის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა მედიასთან ისაუბრა:
პლეი-ოფში ყველაფერს გავაკეთებთ, მე ვარ მოთამაშე, რომელიც მოედანზე იბრძვის და ყველაფერს აკეთებს. როდესაც გუნდში მივედი სატურნირო ცხრილში უარყოფითი შედეგი გვქონდა, მაგრამ გუნდს წარმოუდგენელი გულშემატკივრები ჰყავს და ეს გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მხარდაჭერისთვის მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. წინ ორი მატჩია, ამისთვის ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, აუცილებლად უნდა მოვინდომოთ და საჭირო მომენტებში ნებისყოფა გამოვიჩინოთ. ყველა ერთად უნდა ვიყოთ, რათა მიზანს მივაღწიოთ, ეს ქალაქისთვის და გუნდისთვის უნდა გავაკეთოთ.
"სამპდორიასთან" მარცხს რაც შეეხება, მატჩში კარგად ჩავერთეთ, შემდეგ ორთაბრძოლებში წაგება დავიწყეთ და შესაძლოა ფსიქოლოგიური პრობლემის გამო თამაშის სურვილი აღარ გვქონდა. გულშემატკივრების მხრიდან ჩვენზე ძლიერი ზეწოლა მოქმედებდა და ყველაფერი კარგად არ წარიმართა. კუთხურიდან გოლი გავუშვით, როდესაც ფეხბურთში ასეთი რამ ხდება შეხვედრას აგებ. ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს, გენუაში გულშემატკივრებმა კი მათზე გავლენა მოახდინეს, ისინი ამ გარემოს მიჩვეულნი არ იყვნენ.
ჩემს თანაგუნდელს, რუჯერის დიდი მომავალი აქვს. ჩვენ მის გვერდით უნდა ვიყოთ, რადგან მასზე მეტი გამოცდილება გვაქვს. დარწმუნებული ვართ, რომ შეგვიძლია მას გავუძღვეთ, მაგრამ მას დიდი ნიჭი აქვს და რა თქმა უნდა ბევრს მიაღწევს. გუნდის კაპიტანი ფერარი ჩემზე იღბლიანია, როდესაც ის კართანაა მას ბურთი მისდის. მეც მინდა, რომ "სალერნიტანას" მაისურით პირველი გოლი გავიტანო. გუნდზე რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ეს ძალიან თბილი ადგილია, სადაც თბილი ხალხი ცხოვრობს, ისინი ყოველთვის მაჩერებენ ქუჩაში და ფოტოს გადაღებას მთხოვენ. ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, ამ მაისურისა და გულშემატკივრების წინაშე ბევრის გაკეთება მმართებს. გული ძალიან დამწყდება თუ აქ ბევრი რაღაცის გაკეთების შესაძლებლობა არ მომეცემა. - ლუკა ლოჩოშვილი
პლეი-აუტის პირველი შეხვედრა 19 მაისს გაიმართება, მეორე კი 1 კვირის შემდეგ, 26 მაისს. ამ მატჩებით გადაწყდება რომელი გუნდი იასპარეზებს სერია C-ში ლუკა ლოჩოშვილის "სალერნიტანა" თუ გიორგი კვერნაძის "ფროზინონე".