Belive

"ამ გუნდში აღარ დავრჩები" - დიოკერეშმა სპორტინგის დატოვება ოფიციალურად გადაწყვიტა

5 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

27 წლის შვედმა ფეხბურთელმა - ვიქტორ დიოკორეშმა, სპორტინგის პრეზიდენტს აცნობა, რომ მან კლუბის დატოვების გადაწყვეტილება ოფიციალურად მიიღო და იმის შანსი, რომ ფორვარდი მომავალ სეზონსაც პორტუგალიურ გრანდში დაიწყებს, ფაქტიურად ნულოვანია.

მეტიც, პორტუგალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიოკერეშმა კლუბის ვარჯიშიდან გავიდა და ფეხბურთელებს განუცხადა, რომ ეს მისი ბოლო ვარჯიში იყო ამ კლუბის მაისურით, რის შემდეგაც მოედანი გულნატკენმა დატოვა.

პარალელურად კი ცნობილი ხდება, რომ იუვენტუსი სპორტინგის ვარსკვლავის ტრანსფერზე სერიოზულად მუშაობდა და ისინი მზად იყვნენ, რომ დიოკერეშისთვის ხელფასის სახით წელიწადში 13 მილიონი ევრო გადაეხადათ, თუმცა შვედმა ტრანსფერი თავად დაბლოკა და აღნიშნა, რომ მას არსენალში თამაში სურს.

ვიქტორ დიოკერეშის ტრანსფერზე მანჩესტერ იუნაიტედიც და არსენალიც აქტიურად მუშაობენ, მაგრამ პორტუგალიური მედიის ინფორმაციით შვედმა ფეხბურთელმა რუბენ ამორიმის გუნდში გადასვლაზე უარი თქვა, რის შემდეგაც არსენალს შანსი დარჩა ფეხბურთელის გასაფორმებლად. ჯერჯერობით ლონდონურმა კლუბმა სპორტინგს 65 და 70 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთა, მაგრამ ინგლისელებმა უარი მიიღეს.

დიოკერეშმა სპორტინგის ბოლო 2 სეზონში 97 გოლი გაიტანა, 28 საგოლე გადაცემა გააკეთა და ზედიზედ 2-ჯერ მოიგო პორტუგალიის ჩემპიონატი.

სხვა სტატიები