Belive

ალვარო მორატა: "ამის შესახებ ჩემს შვილებს მოვუყვები" 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა ალვარო მორატამ თავისი თანაგუნდელის და სუპერვარსკვლავი კოლეგის კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საკუთარი მოსაზრება გაამჟღავნა. "კრიშტიანუსთან თამაში ადვილია. მას დიდი ხანია ვიცნობ. ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც რიგითი ადამიანი გოლის გატანას ვერ ახერხებს, ის სიტუაციას მშვენივრად აანალიზებს. პარმასთან მატჩში მას საგოლე პასი მივაწოდე, რომლის დანახვა და გაგება მხოლოდ კრიშტიანუს შეეძლო. მე მესმის მისი მოძრაობები და ის, რისი გაკეთებაც უყვარს. ხშირად მე იმ მცველებს ვაბნევ, რომლებიც მის შეჩერებაზე ზრუნავენ და ეს მას ეხმარება. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა მასთან თამაში. ის კვლავ ერთ-ერთი საუკეთესოა ფეხბურთის ისტორიაში. რონალდიუ შესანიშნავია, მას აქვს წარმოუდგენელი ხარისხი და შეუძლია ითამაშოს სადაც სურს, იქნება ეს მეორე თუ ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე. მე მხოლოდ ის შემიძლია ყოველდღე დავტკბე და იმედი მაქვს, რომ დიდხანს შევინარჩუნებ მას. ეს ჩემთვის პატივია. მე მისი ყურებით გავიზარდე და როცა აქ ჩამოვედი, მასთან და დიბალასთან ერთად გამოსვლაზე ვფიქრობდი. აღფრთოვანებული ვიყავი, ისინი მაღალი დონის მოთამაშეები არიან. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს სათამაშო მოედნის გარეთაც. მასთან ერთად თამაში ბედნიერებაა, ამის შესახებ ჩემს შვილებს მოვუყვები", - თქვა ესპანელმა ფორვარდმა. 28 წლის თავდამსხმელმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე, "ბებერი ქალბატონის" შემადგენლობაში ჩატარებულ 19 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები