Belive

ალონსო: ,,მილანი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაა''

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ლევერკუზენის'' მთავარმა მწვრთნელმა, ხაბი ალონსომ, ,,მილანთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,მილანი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაა. ამ გუნდს ყოველთვის ვაკვირდებოდი, ჯერ კიდევ არიგო საკისა და ფაბიო კაპელოს დროიდან მოყოლებული. მათ დიდებული ფეხბურთელები ჰყავდათ და ჩვენთვის მათთან თამაში დიდი პატივია.

ხვალ ვნახავთ, როგორ მატჩს ჩავატარებთ, მაგრამ, გვინდა, რომ მთავარი გმირები ვიყოთ და ამისთვის მზად ვართ. მოსამზადებლად დიდი დრო არ გვქონია, თუმცა არაუშავს.

რა თქმა უნდა, სათამაშო გეგმა გვაქვს, მაგრამ 90 წუთში, შესაძლოა, ყველაფერი მოხდეს. ჩვენი სტილის შესახებ ვიცით, ისეთ შეხვედრას არ ველოდები, როგორიც ბაიერნის წინააღმდეგ იყო.'' - ხაბი ალონსო

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში, ლევერკუზენის ,,ბაიერი'' ,,მილანს'' უმასპინძლებს. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

პირველი ტურის შემდეგ, ალონსოს გუნდი 3 ქულით სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციაზეა, ,,როსონერი'' კი უქულოდაა და 29-ე ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები