Belive

ალისონი, მათეუს კუნია და ჟოაო პედრო ბრაზილიას ვერ დაეხმარებიან

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ალისონი, მათეუს კუნია და ჟოაო პედრო საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს გამოტოვებენ. აღნიშნულის შესახებ, ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - დორივალ ჟუნიორმა ისაუბრა. "სელესაოს" მთავარი მწვრთნელი აღნიშნავს, რომ სამივე მათგანს საკმაოდ მძიმე ტრავმა აქვს, რის გამოც მოედანზე გასვლას მინიმუმ 1 თვის განმავლობაში ვერ შეძლებენ.

შეგახსენებთ, საერთაშორისო ამხანაგური მატჩების ეგიდით, "სელესაო" 23 მარტს ინგლისს, ხოლო 27 მარტს ესპანეთს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები