Belive

ალფონსო დევისი რეალში - ტეო ერნანდესი მის შემცვლელად | ბაიერნის გეგმა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალი" აქტიურად მუშაობს ალფონსო დევისის ტრანსფერზე და თუ გამოვიდა მიუნხენის "ბაიერნს" ახალი ფეხბურთელის ძებნა მოუწევს - ისინი კი ტეო ერნანდეს აკვირდებიან. Sky Germany-ის ცნობით გერმანულ გუნდს პოტენციური შემცვლელის ძებნა უკვე დაწყებული აქვს, ყველაზე რეალური ვარიანტი კი სწორედ ფრანგი ფეხბურთელია.

წყაროს ინფორმაციით "ბაიერნს" "მილანის" ფეხბურთელი შესაძლოა 60 მილიონი ევრო დაუჯდეს. ისიც აღსანისნავია, რომ ალფონსო დევისს კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება და გერმანულ გუნდს მასთან ჯერ არ გაუხანგრძლივებია. თუ ახალ კონტრაქტს ხელი არ მოეწერება "ბაიერნი" მის გაყიდვას შეეცდება, რადგან ფეხბურთელი მომავალ სეზონში უფასოდ არ დაკარგოს.

სხვა სტატიები