ალექსის სანჩესი: "კონტესთან გალიაში დამწყვდეული ლომივით ვიყავი"
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ნამდვილი ჩემპიონები რაც უფრო მეტს თამაშობენ, უფრო კარგად გრძნობენ თავს. "ლაციოსთან თამაშის შემდეგ, მზად ვიყავი "იუვენტუსთან" სათამაშოდ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერს მწვრთნელი წყვეტს. კონტესთან ერთად თავს გალიაში დამწყვდეული ლომივით ვგრძნობდი. მაქსიმუმ 15 წუთით გავდიოდი მოედანზე, რადგან მწვრთნელმა თქვა, რომ მხოლოდ მე შემეძლო ამ მოკლე დროში რაიმეს შეცვლა. მე ვცდილობ დავამტკიცო, რომ მოედანზე მეტი დროის გატარებით უფრო სასარგებლო ვარ, მაგრამ კონტეს საკუთარი შეხედულება ჰქონდა", - თქვა 33 წლის ფორვარდმა.2020 წლის სექტემბერში, "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გადასვლის შემდეგ "ბარსელონას" და "არსენალის" ყოფილმა მეგოლემ "ნერაძურის" მაისურით 88 მატჩში 15 გოლის გატანა და 21 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა და იტალიის ჩემპიონობისა და სუპერთასის მოგება მოახერხა.