ალექსანდრე ფეიქრიშვილი დინამო კიევში სინჯებზე იმყოფება
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
თბილისის "დინამოს" 18 წლის ქართველი ნახევარმცველი ალექსანდრე ფეიქრიშვილი კიევის "დინამოში" სინჯებზე იმყოფება, ინფორმაციას უკრაინული სპორტული გვერდი football24 აქვეყნებს.
წყაროს ცნობით თბილისური გუნდი მზადაა, რომ ფეხბურთელი გაყიდოს, ალექსანდრე ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს, ასევე შეუძლია საყრდენ და შემტევ ნახევარმცველად თამაში, ის სტილით მიკოლა შაპარენკოს ჰგავს.
18 წლის ფეხბურთელი "დინამო თბილისის" აღზრდილია და 2024 წლის 1 იანვრიდან მთავარ გუნდშიც ირიცხება.
მას საქართველოს ნაკრების ყველა ასაკობრივში უასპარეზია (U16, U17, U18, U19) და 18-წლამდელთა ნაკრების 8 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა, ასევე U19-ის 6 მატჩში 1 გოლის გატანა შეძლო.