Belive

ალეგრი: ,,ნაპოლიმ ჩემპიონობა ბოლომდე დაიმსახურა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტურინის ,,იუვენტუსის'' მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ,,ნაპოლისთან'' წაგებული შეხვედრა შეაფასა:

,,ასეთი მატჩის წაგება იმედგაცრუებაა, მაგრამ მეტოქის საჯარიმოში უკეთ უნდა გვეთამაშა. ჩვენ უბრალოდ შევწყვიტეთ თამაში და ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ.

,,ნაპოლი'' ძლიერი გუნდია, რომელიც სკუდეტოს მოგებასთან ახლოსაა. თუმცა, ჩვენ გვაქვს სხვებთან უპირატესობა საუკეთესო ოთხეულისთვის ბრძოლაში. ასევე, ვართ ევროპა ლიგისა და იტალიის თასის ნახევარფინალებში.

მსაჯის გადაწყვეტილებები? სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და როგორც ყოველთვის, მსაჯის გადაწყვეტილებას შევეგუოთ... წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ, ენერგიას დავხარჯავთ, რადგან შედეგს ვერ შევცვლით. დღეს მსაჯი ძალიან კარგი იყო, ვულოცავ ასეთ პერფორმანსს.

ვფიქრობ, ,,ნაპოლიმ'' ჩემპიონობა ბოლომდე დაიმსახურა. ჩვენ ამ სეზონში გარკვეული სირთულეები გვქონდა, განსაკუთრებით 15-ქულიანი ჯარიმის შემდეგ. ეს სეზონი ზრდაში დაგვეხმარება, მომავალ წელს დავბრუნდებით და სკუდეტოსთვის ვიბრძოლებთ,'' - განაცხადა ალეგრიმ.

იტალიის სერია A-ს 31-ე ტურში ,,ნაპოლი” ,,იუვენტუსს” ესტუმრა და 1:0 დაამარცხა.

31 ტურის შემდეგ ნეაპოლელებს 78 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე არიან. სპალეტის გუნდი მომავალ შეხვედრას 29 აპრილს, ,,სალერნიტანას” წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები