Belive

ალეგრი: ,,იუვენტუსმა ბოლო 5 მატჩში ნაპოლის მხოლოდ ერთხელ მოუგო, რაც გამოწვევაა''

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტურინის ,,იუვენტუსის'' მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ,,ნაპოლისთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,მორიგი მნიშვნელოვანი მატჩი გველის. პირველი წრის დასრულებამდე ნაპოლისა და რომას ვმასპინძლობთ და სტუმრად 3 რთული შეხვედრის ჩატარება გვიწევს. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ პირველ წრეში, შარშანდელთან შედარებით, მეტი ქულა მოვიპოვოთ, მეორე მიზანი კი სეზონის ბოლოს ოთხეულში მოხვედრაა.

ინტერთან მარცხის მიუხედავად, ნაპოლის მატჩში არაერთი შესანიშნავი შანსი ჰქონდა. მათ სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში 17 ქულა მოაგროვეს. იუვენტუსმა ბოლო 5 მატჩში ნაპოლის დამარცხება მხოლოდ ერთხელ შეძლო, რაც ასევე გამოწვევაა.

როგორ მოქმედებს ჩვენზე კრიტიკა? პასუხს აზრი არ აქვს... უბრალოდ, შედეგი უნდა დადო. საკუთარი აზრის დაფიქსირება ყველას შეუძლია, ჩვენ მხოლოდ საქმეზე უნდა ვიფიქროთ. - მასიმილიანო ალეგრი

დღეს, სერია A-ს მე-15 ტურში, ტურინის ,,იუვენტუსი'' ,,ნაპოლის'' უმასპინძლებს. მატჩი 23:45 საათზე დაიწყება.

14 ტურის შემდეგ, მასიმილიანო ალეგრის გუნდი 33 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა, ნეაპოლელები კი 24 ქულით მე-5 ადგილს იკავებენ.

სხვა სტატიები