Belive

ალბერტინი: ,,2 იტალიელი დაიმალა, რათა ფინალში პენალტის დარტყმა თავიდან აერიდებინათ''

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და მილანის ყოფილ ნახევარმცველს, დემეტრიო ალბერტინის, La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში, 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წაგებულ ფინალზე ჰკითხეს:

,,22 წლის ვიყავი და მთელი კარიერა წინ მელოდა. გუნდში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის დამახასიათებელი უდარდელობა მქონდა. საკიმ მკითხა, პენალტის დასარტყმელად მზად ვიყავი თუ არა და მეც უყოყმანოდ წავედი.

არადა, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც პენალტის დარტყმის თავიდან ასარიდებლად, სათადარიგოთა სკამზე იმალებოდნენ, მათ სახელებს არასდროს დავასახელებ, მაგრამ ერთ-ერთი მილანში თამაშობდა, მეორე კი - ინტერში. - დემეტრიო ალბერტინი

1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იტალია ბრაზილიასთან პენალტების სერიაში 2:3 დამარცხდა. ფინალურ მატჩში ინტერიდან ერთადერთმა ფეხბურთელმა, ნიკოლა ბერტიმ ითამაშა, მილანიდან კი ბარეზიმ, მალდინიმ, დონადონიმ, მასარომ და თავად ალბერტინიმ.

სკუადრა აძურას რიგებიდან თერთმეტმეტრიანის გატანა ფრანკო ბარეზიმ, დანიელე მასარომ და რობერტო ბაჯომ ვერ შეძლეს.

სხვა სტატიები