ალბანეთი ევრო 2024-ზე იასპარეზებს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის E ჯგუფში ალბანეთმა მოლდოვასთან ფრედ 1:1 ითამაშა და ოფიციალურად ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ალბანეთმა ევროპის პირველობაზე თამაში ნაადრევად გაინაღდა.
ალბანელებმა პირველი ტაიმის მოგება 25-ე წუთზე ჩიკალეშის ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანის წყალობით მოახერხეს, მოლდოვამ მატჩის მიწურულს ანგარიში გაათანაბრა. ალბანეთის ნაკრებისთვის კი ფრეც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასულიყო.
🇦🇱 Albania qualify for #EURO2024 👏 pic.twitter.com/RXLClcPTCT
— UEFA EURO 2024 (@EURO2024) November 17, 2023