Belive

ალბანელი ფეხბურთელი საქართველოზე: ,,ერთ დონეზე ვართ, უბრალოდ, ჩვენი დღე არ იყო''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოსთან წაგებული მატჩი ალბანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა შეაფასეს:

ილბერ რამადანი - ,,მატჩის სტარტზე თავდამსხმელებისთვის ბურთის მიწოდება გვინდოდა, თუმცა მეტოქე 5-3-2 სქემით თავს კარგად იცავდა. რთული მატჩი გამოვიდა და ბოდიშს ვიხდი, რადგან ჩვენი ქომაგები დღეს ძალიან კარგები იყვნენ. თუმცა, პირველი ადგილისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ.

საქართველო ძალიან ძლიერი ნაკრებია, ისევე, როგორც ჩვენ. ერთ დონეზე ვართ, უბრალოდ, ჩვენი დღე არ იყო. მეტოქე მატჩისთვის კარგად მოემზადა და კონტრშეტევები გამოიყენა.

კარისკენ დარტყმები გვაკლდა, მგონი კარში არც კი დაგვირტყამს. უფრო მშვიდად უნდა გვეთამაშა და ბურთის შენარჩუნებაზე გვეფიქრა.''

მარაშ კუმბულა - ,,ძალიან რთული შეხვედრა გამოვიდა. საქართველო კონტრშეტევებზე ძლიერია და მაღალი დონის თავდამსხმელები ჰყავს. ალბათ, მეტი ტაქტიკური ჯარიმა უნდა აგვეღო. გულშემატკივრების მხარდაჭერა და ატმოსფერო შესანიშნავი იყო, მომავალ მატჩს მოუთმენლად ველით.'' -

ერთა ლიგის B დივიზიონის პირველი ჯგუფის მე-2 ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ალბანეთს სტუმრად 1:0 მოუგო.

2 ტურის შემდეგ, საქართველო ჯგუფში 6 ქულით, ერთპიროვნულად ლიდერობს.

ვილი სანიოლის გუნდი მომავალ მატჩს 11 ოქტომბერს, უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები