Belive

ალან შირერმა ბობი რობსონი გაიხსენა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, ალან შირერმა ასევე ლეგენდარული ბობი რობსონი გაიხსენა. 31 ივლისი ბობი რობსონის გარდაცვალების დღეა. ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი და მწვრთნელი 2009 წლის 31 ივლისს გარდაიცვალა. ალან შირერმა რობსონი გაიხსენა და მისი მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
"ის იყო გენიოსი. მწვრთნელი, რომელმაც იცოდა თუ როგორ გაეხადა ჩვეულებრივი ფეხბურთელი განსაკუთრებულ მოთამაშედ. რომ არა ის, მე აუცილებლად დავტოვებდი ნიუკასლს. ის მოვიდა, შემინარჩუნა მე და შეინარჩუნა მთელი გუნდი. მის პერიოდში ნიუკასლი პრემიერ ლიგის საუკეთესო ოთხეულში ხვდებოდა და ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვიღებდით. მან საოცრად იმუშავა" - განაცხადა შირერმა.
ბობი რობსონი წლების განმავლობაში "ფულემის", "იფსვიჩის", ინგლისის ნაკრების, "პსვს"-ს, "სპორტინგის", "პორტოს", "ბარსელონასა" და "ნიუკასლის" მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. მისი მწვრთნელობის პერიოდში, როგორც შირერმა აღნიშნა, "ნიუკასლი" მუდმივად ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა.  

სხვა სტატიები