Belive

ალაბა და რეალი შეთანხმდნენ - ავსტრიელი მცველი კარიერას მადრიდულ გრანდში გააგრძელებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნის" მარცხენა მცველი, დავიდ ალაბა ახალი სეზონიდან კარიერას მადრიდის "რეალში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ევროპულმა მედია საშუალებებმა პრესტიჟული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობაზე დაყრდნობით გაავრცელეს. როგორც ირკვევა, ავსტრიელმა ფეხბურთელმა "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი უკვე შეათანხმა და ესპანურ გრანდს ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება - ალაბასა და "ბაიერნის" 13-წლიანი ურთიერთობა მიმდინარე წლის 30 ივნისს იწურება. ​ ალაბა ბავარიულ კლუბს 2008 წელს, ვენის "აუსტრიადან" შეუერთდა და მთავარ გუნდში 2010 წლიდან ირიცხება. მას მერე 28 წლის ფეხბურთელმა ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოიგო, მათ შორის 9-ჯერ ბუნდესლიგა და ორჯერ ჩემპიონთა ლიგა. მიმდინარე სეზონში ალაბამ "ბაიერნის" მაისურით ყველა ტურნირზე 42 შეხვედრა ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.  

სხვა სტატიები