Belive

ალ ნასრში კრიშტიანუ რონალდუს დებიუტი გადაიდო

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხუთშაბათს "ალ ნასრი" "ალ ტაეს" დაუპირისპირდება, სადაც კრიშტიანუ რონალდუს დებიუტი უნდა შემდგარიყო. პორტუგალიელი ვარსკვლავის სანახავად 28,000 ბილეთი უკვე შეიძინა გულშემატკივარმა, თუმცა, 37 წლის ფორვარდი ხვალინდელ შეხვედრაში არ ითამაშებს.

გასულ სეზონში, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ევერტონის" მატჩის შემდეგ, კრიშტიანუ პატარა ბიჭუნას ხელით შეეხო, რამაც მისი ტელეფონი დააზიანა. ამის გამო პორტუგალიელმა, ჯარიმის სახით 50,000 ფუნტი და ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანუმ გუნდი დატოვა ამ სასჯელის მოხდა მაინც მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ ,,ალ ნასრს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა არაბულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა და წელიწადში 200 მილიონ ევროს მიიღებს.

სხვა სტატიები