Belive

ალ ნასრის მთავარ მწვრთნელად, შესაძლოა, ზიდანი დაინიშნოს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ზინედინ ზიდანი, შესაძლოა, ,,ალ ნასრის'' მთავარი მწვრთნელი გახდეს. ინფორმაციას CBS-ის ჟურნალისტი, ჯეიმს ბენგე ავრცელებს.

წყაროს ცნობით, გუნდიდან რუდი გარსიას გათავისუფლების შემდეგ, არაბული კლუბი ფრანგ სპეციალისტს დაუკავშირდა და მოლაპარაკებებში კრიშტიანუ რონალდუცაა ჩართული.

ასევე, შესაძლებელია, რომ გუნდი ,,რომას'' მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ჩაიბაროს.

,,ალ ნასრმა'' რუდი გარსია დღეს დაითხოვა. უცხოურ მედიაში დაიწერა, რომ კლუბის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი გარსიასა და რონალდუს შორის არსებული კონფლიქტი იყო.

სხვა სტატიები