Belive

პარიზულ გრანდს ვიქტორ ოსიმენის გადაბირება სურს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა "პსჟ-სა" და "ნაპოლის" შორის 100 მილიონიანი გარიგება შედგეს. აღსანიშნავია, რომ პარიზელები ტრანსფერში პარედესისა და იკარდის ჩართვასაც აპირებენ. ფრანგული მხარე იმედოვნებს, რომ სპორტული კონსულტანტის ლუის კამპოსისა და ვიქტორ ოსიმენის კარგი ურთიერთობა ნიგერიელს "პსჟ-ში" გადასვლას გადააწყვეტინებს.

ვიქტორ ოსიმენი ყატარელი შეიხის მთავარი სამიზნეა. კლუბის ხელმძღვანელობა და სპორტული კონსულტანტი ნიგერიელი ფორვარდის ფორმით აღფრთოვანებულნი არიან. აღსანიშნავია, რომ ლუის კამპოსი ვიქტორს ჯერ კიდევ "ლილში" გადასვლამდე აკვირდებოდა.

მიუხედავად პარიზელთა ინტერესისა, "ნაპოლის" თავდამსხმელს გუნდთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. ისიც ფაქტია, რომ პრეზიდენტი დე ლაურენტისი არ აპირებს ოსიმენის დათმობას, რადგან მას პრემიერ ლიგის კლუბების ინტერესის შესახებაც აქვს ინფორმაცია.

ცოტა ხნის წინ, მედიაში აქტიურად იწერებოდა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” ნეაპოლელთა შემტევით დაინტერესებული იყო. ESPN-ის ინფორმაციით, ოსიმენს პრემიერლიგაში გადაბარგება და მანჩესტერელთა რიგებში ასპარეზობა ხიბლავდა და თუ გუნდები ტრანსფერზე შეთანხმდებოდნენ, ის იტალიას დატოვებდა.

სხვა სტატიები