Belive

ალ იტიჰადმა სეფაჰანთან თამაშზე უარი სტადიონზე არსებული გენერლის ბიუსტის გამო თქვა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრა ,,სეფაჰანსა'' და ,,ალ იტიჰადს'' შორის გაუქმებულია. ინფორმაციას აზიის ფეხბურთის კონფედერაცია ავრცელებს.

RMC Sport-ის ცნობით, ,,ალ იტიჰადმა'' თამაშზე უარი თქვა, რადგან ,,სეფაჰანის'' სტადიონზე ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ბიუსტი დგას.

სოლეიმანი 2020 წლის 3 იანვარს აშშ-ს ავიაიერიშს შეეწირა. მას ვაშინგტონში საუდის არაბეთის ელჩის მკვლელობაში ედებოდა ბრალი.

სხვა სტატიები