ალ იტიჰადმა იუვენტუსს 20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო შესთავაზა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ალ იტიჰადმა'' ,,იუვენტუსს'' მატიას სულეს სანაცვლოდ, რომელიც მიმდინარე სეზონს იჯარით ,,ფროსინონეში'' ატარებს, 30 მილიონი ევრო შესთავაზა. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
მხარეები ერთმანეთს გასულ კვირას დუბაიში შეხვდნენ. თუმცა, როგორც რომანო წერს, შთამბეჭდავი შეთავაზების მიუხედავად, ტრანსფერის წინააღმდეგი ტურინული გუნდის გარდა, თავად სიულეცაა.
20 წლის შემტევი ,,იუვენტუსში'' 2021 წლიდან თამაშობს. არგენტინელისთვის განსაკუთრებით წარმატებული მიმდინარე სეზონია - მის ანგარიშზე სერია A-ში ,,ფროსინონეს'' მაისურით ჩატარებულ 19 მატჩში 9 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
,,ალ იტიჰადმა'' ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში რამდენიმე ვარსკვლავი, მათ შორის ქარიმ ბენზემა, ნ'გოლო კანტე და ფაბინიო გადაიბირა.