Belive

ალ ჰილალს ძანიოლოს ყიდვა სურს, იტალიელი არაბეთში გადასვლაზე თანახმაა

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრების შემტევმა, ნიკოლო ძანიოლომ, კარიერა შესაძლოა ,,ალ ჰილალში'' გააგრძელოს. ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, არაბულმა გუნდმა ,,გალათასარაისთან'' მოლაპარაკებები უკვე დაიწყო და მზადაა, ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევრომდე გადაიხადოს.

როგორც La Gazzetta dello Sport-ი წერს, იმ შემთხვევაში თუ ძანიოლო ,,ალ ჰილალისგან'' 4 წელიწადში 120 მილიონ ევროს მიიღებს, არაბეთში გადასვლას დათანხმდება.

24 წლის შემტევის გადაბირებით ტურინის ,,იუვენტუსიც'' ინტერესდება, თუმცა ,,ბებერ ქალბატონებს'' მისთვის ასეთივე დიდი ხელფასის შეთავაზება, რა თქმა უნდა, არ შეუძლიათ.

ძანიოლომ გასულ სეზონში ,,გალათასარაის'' მაისურით ჩატარებულ 11 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები