ალ ჰილალი ნეიმარის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს იწყებს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ალ ჰილალს'' ,,პარი სენ ჟერმენის'' შემტევის, ნეიმარის, გადაბირება სურს. ინფორმაციას CBS Sports-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, არაბულმა გუნდმა პარიზში მოლაპარაკების დასაწყებად წარმომადგენლები უკვე გაგზავნა.
,,ალ ჰილალი'' მზადაა, ,,პსჟ-ს'' ბრაზილიელის სანაცვლოდ 45 მილიონი, თავად ფეხბურთელს კი ხელფასის სახით წელიწადში 200 მილიონი ევრო შესთავაზოს.
ნეიმარმა გასულ სეზონში ,,პარი სენ ჟერმენის” მაისურით ჩატარებულ 29 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა მიითვალა. 31 წლის შემტევს, ,,პსჟ-სთან'' კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
BREAKING: Al-Hilal are exploring a deal to sign Neymar having sent a club delegation to Paris, CBS Sports understands. pic.twitter.com/TDzH4ZTXUn
— CBS Sports Golazo ⚽️ (@CBSSportsGolazo) June 11, 2023