Belive

"ახლა ის ჩვენი გუნდისთვის პირველი ნომერი უნდა იყოს" - ლივერპულის ქომაგები მამარდაშვილის თამაშზე

5 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მე-2 ჯგუფის მეოთხე ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან სტუმრად ფრედ 0:0 ითამაშა.

84-ე წუთზე საქართველოს ეროვნული ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ისააკ პრაისმა დაარტყა და გიორგი მამარდაშვილმა მოიგერია, ზოგადად ქართველ მეკარეს ჩრდილოეთ ირლანდიასთან შესანიშნავი მატჩი ჰქონდა და ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.

აღნიშნულ მატჩს ლივერპულიც გამოეხმაურა და გიორგის ფოტო თავის სოციალურ ქსელში განათავსა, მერსისაიდული გუნდის გულშემატკივრები კი ქართველ მეკარეს ბრწყინვალე კომენტარებს უწერენ, გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

  • მან ალისონს უნდა ასწავლოს, თუ როგორ უნდა მოიგერიოს პენალტი.

  • უბრალოდ შეხედეთ როგორ აკვირდება ბურთს, სანამ პენალტის შემსრულებელი არ დაიძვრება დასარტყმელად, საქართველოს მისი ნამდვილად სჯეროდა.

  • ახლა ის ჩვენი გუნდისთვის პირველი ნომერი უნდა იყოს! ის ნამდვილად უნდა იმსახურებდეს იმ პატივისცემას რაც უნდა ჰქონდეს.

  • შესანიშნავი თამაში ჩაატარა!

  • საქართველოს მეკარე ისე თამაშობს, თითქოს მარტო უპირისპირდება მთელ გუნდს და მაინც იმარჯვებს.

  • მეკარის საკითხში ისევ გაგვიმართლა. ახლა კი ბარკოლაზე ვისაუბროთ.

  • ის ამ კლუბისა და ეროვნული ნაკრების მომავალია.

  • ეს ბიჭი ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას.

  • ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ.

  • დიდებული მოთამაშეა, უბრალოდ ბრწყინვალე.

  • რა სეივი იყო - თან ჩრდილოეთ ირლანდიისა და ლივერპულის გულშემატკივარი ვარ და ვიტყვი, რომ უმაგრესია.

View this post on Instagram

A post shared by Liverpool Football Club (@liverpoolfc)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამ დროისთვის ჯგუფში 4 მატჩი გამართა და ჯერ გოლი არ გაუტანია, მათ 2 მარცხი და 2 ფრე უფიქსირდებათ.

ცხრილი კი ასე გამოიყურება:

View this post on Instagram

A post shared by belive (@belive.ge)

საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრებს 14 და 17 ნოემბერს გამართავს, პირველ შეხვედრას საკუთარ არენაზე უნგრეთთან ჩაატარებს, მომდევნო მატჩს კი უკრაინასთან.

სხვა სტატიები