მამარდაშვილი 30-ეულს მიღმა | მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარეები CIES-ის ვერსიით
ფეხბურთის კვლევითმა ცენტრმა, CIES Football Observatory-მ, ამ მომენტისთვის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარეები დაასახელა.
Top ათეულს ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის ბარსელონას მეკარე, ჟოან გარსია ლიდერობს, რომელიც 80,6 მილიონ ევროდაა შეფასებული.
სამეულში, ასევე, ჯანლუიჯი დონარუმა (მანჩესტერ სიტი, 79,9 მილიონი) და სენე ლამენსი (მანჩესტერ იუნაიტედი, 64,2 მილიონი) მოხვდნენ.
CIES Football Observatory 28,1 მილიონ ევროდ აფასებს ლივერპულის ქართველ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს, რომელიც რეიტინგში 33-ე ადგილს იკავებს.
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარეები CIES Football Observatory-ს ვერსიით:
ჟოან გარსია - 80,6 მილიონი ევრო
ჯანლუიჯი დონარუმა - 79,9 მილიონი ევრო
სენე ლამენსი - 64,2 მილიონი ევრო
ზაიონ სუძუკი - 59,5 მილიონი ევრო
ბარტ ვერბრიუგენი - 57,9 მილიონი ევრო
მაიკ პენდერსი - 57,1 მილიონი ევრო
ლუკაშ გორნიჩეკი - 55,9 მილიონი ევრო
რობინ რუფსი - 52,3 მილიონი ევრო
მატვეი საფონოვი - 50,8 მილიონი ევრო
იონას ურბიგი - 50 მილიონი ევრო
ლუკა ბრიუგმანი - 28,3 მილიონი ევრო
ხვიჩა კვარაცხელია - 100,9 მილიონი ევრო
ემილიანო მარტინესი - 27 მილიონი ევრო
ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი - 26,9 მილიონი ევრო
New @CIES_Football ⚽️ Weekly Post 🗞️ presents 💯 goalkeepers 🧤 with 🔝 estimated transfer value as per pour proprietary statistical model 💸 Full list 👉 https://t.co/YTb9l89ZB2 Top valued player per club in 7⃣0⃣ leagues 👉 https://t.co/7gBSrAr326 pic.twitter.com/NN0WlXORLF
— CIES Football Obs (@CIES_Football) November 18, 2026