Belive

ახალი რეკორდი | ჰოლანდმა პრემიერლიგის ყველა გუნდს გაუტანა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერლინგ ჰოლანდმა მორიგი რეკორდი დაამყარა. "მანჩესტერ სიტის" სუპერვარსკვლავმა "ბრენტფორდს" გამარჯვების გოლი გაუტანა და ჰარი კეინის მიღწევა გაიმეორა, რომელსაც ყველა პრემიერლიგური კლუბის წინააღმდეგ აქვს გოლი გატანილი.

მიუხედავად ბრენტფორდის მტკიცე თამაშისა, ჰოლანდის 71-ე წუთზე დასრულებულმა შეტევამ სიტის გამარჯვება მოუტანა, რამაც ცხრილში "არსენალზე" მაღლა აიყვანა და ზედიზედ მესამე პრემიერლიგის ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს. ამ გოლით, ჰოლანდი უერთდება კეინს (32/32), როგორც ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც გაიტანა გოლი პრემიერლიგის ყველა გუნდის წინააღმდეგ. თუმცა, ნორვეგიელმა ამ წარმატებას მხოლოდ მეორე სეზონში მიაღწია, რაც კარგად მეტყველებს მის გოლის გატანის უნარზე და იმ გავლენაზე, რაც მოახდინა ინგლისის ჩემპიონატზე მას შემდეგ, რაც ის "დორტმუნდის ბორუსიადან" სიტიში გადავიდა.

პირველ ტაიმში სიტიმ კარისკენ 17-ჯერ დაარტყა და აქედან მხოლოდ 5 მოხვდა კარის ჩარჩოში, მეორე ტაიმი გაცილებით ლეტალური იყო. 8 დარტყმა კარისკენ და 6 ზუსტად კარში. მანჩსტერელები მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩებიან ჩემპიონატის ლიდერ "ლივერპულს", სიტი მომდევნო შეხვედრას "ბორნმუთის" წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები