ახალი მსოფლიო რეკორდი? ალ აჰლი ვინისიუსის სანაცვლოდ კოლოსალურ თანხას იხდის
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ალ-აჰლი'' მადრიდის ,,რეალის'' ვარსკვლავის, ვინისიუს ჟუნიორის ტრანსფერზე მუშაობას იწყებს. ინფორმაციას GiveMeSport-ის ჟურნალისტი, ბენ ჯეიკობსი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, არაბული გუნდი მზადაა, ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 350 მილიონი ევრო გადაიხადოს.
,,ვინისიუსი ალ-აჰლის სამიზნეა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდს რამდენიმე შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავს, არაბები ზაფხულში ხმაურიან ტრანსფერზე იმუშავებენ.
ცხადია, ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ მითხრეს, რომ ალ-აჰლი რეკორდულ შეთავაზებას ამზადებს და 350 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.'' - ბენ ჯეიკობსი
მიმდინარე სეზონში ვინისიუსის ანგარიშზე ,,რეალის'' მაისურით ჩატარებულ 26 შეხვედრაში 16 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.
ყველა დროის 5 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი:
ნეიმარი - ბარსელონადან პსჟ-ში 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ
მბაპე - მონაკოდან პსჟ-ში 180 მილიონი ევროს სანაცვლოდ
კოუტინიო - ლივერპულიდან ბარსელონაში 145 მილიონი ევროს სანაცვლოდ
ჟოაო ფელიქსი - ბენფიკადან ატლეტიკოში 126 მილიონი ევროს სანაცვლოდ
ენცო ფერნანდესი - ბენფიკადან ჩელსიში 121 მილიონი ევროს სანაცვლოდ