Belive

"ახალი ჯორჯ ბესტი - კვარაცხელია ნაპოლის ჯადოქარია" - იტალიური მედია

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

იტალიის სერია A-ს 21-ე ტურის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, რომელშიც "სპეციასა" და "ნაპოლის" (0:3) დაპირისპირება შედგა, ხვიჩა კვარაცხელიამ ჯადოქრობა მოახდინა და ბრწყინვალე პერფორმანსით იტალიური მედია აღაფრთოვანა.

21 წლის ქართველმა ვინგერმა ლიგურიაში მოპოვებულ გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო და ვიქტორ ოსიმენთან ერთად, მატჩის გამორჩეულ მოთამასედ მოგვევლინა.

მიმდინარე სეზონში "ნაპოლი" სკუდეტოსათვის ბრძოლის ფავორიტია და ხვიჩა კვარაცხელია ამის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. ცხადია, კვარას აქტიურობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა - საფეხბურთო სამყარო თვალს ადევნებს ახალ ვარსკვლავს, რომელმაც სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ 22 მატჩში გატანილ 24 გოლში მიიღო პირდაპირი მონაწილეობა.



La Gazzetta dello Sport-მა კვარაცხელიას ჯადოქრობას გაუსვა ხაზი აღნიშნა: "გოლები, საგოლე გადაცემები და განცდა, რომ მას შეუძლია ქუდიდან კურდღლის ამოყვანა".

Tuttosport-ი ასევე დადებითად საუბრობს ქართველ გარემარბზე და "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდას ადარებს: "ის ნამდვილად ჰგავს ახალ ჯორჯ ბესტს".

Corriere dello Sport-ი პოეტურ ნოტაზე გადაეწყო და ხვიჩა კვარაცხელია შემდეგი ეპითეტით მოიხსენია: "ის არის მზე და ჰაერი, ის არის წყალი და სინათლე, ფეხბურთელი, რომელიც იძულებულს გხდის, რომ გიყვარდეს".

ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება "სპეციას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში:

La Gazzetta dello Sport: 7.5

Tuttosport: 7.5

Corriere dello Sport: 8

სხვა სტატიები