Belive

"ახალი განრიგი სრული სიგიჟეა" - ბერნარდო სილვა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგა ახალი ფორმატით გაიმართება. ეს იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელებს კიდევ უფრო მეტი მატჩი გამართვა მოუწევთ. ბუნებრივია ამ ყველაფერს თავიდანვე ჰყავდა კრიტიკოსები და ახლაც ჰყავს.

ბერნარდო სილვა ერთ-ერთია, რომელიც თამაშების რაოდენობას აპროტესტებს.

ახალი განრიგი სრული სიგიჟეა. ახლახან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ინგლისის ლიგის თასის მატჩისთვის დასასვენებლად მხოლოდ ერთი დღე გვაქვს. თვეების განმავლობაში სამ დღეში ერთხელ თამაში მოგვიწევს. ეს აბსურდია.

ჩემპიონთა ლიგაზე თუ მერვედფინალში ვერ გავედით, კიდევ ორი ​​თამაში მოგვიწევს. მართალია, გუნდის შემადგენლობა უფრო დიდია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი ადვილია.

ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ძალიან ცოტა დროს ვატარებ. თამაშების რაოდენობა, რომლის გამოც ეს ყველაფერი გვიწევს სრულიად აბსურდულია. - განაცხადა ბერნარდო სილვამ

"მანჩესტერ სიტის" მომავალი შეხვედრა პრემიერ ლიგაში "ბრენტფორდის" წინააღმდეგ ელის. როგორც მოგეხსენებათ, გვარდიოლას გუნდი ჩემპიონთა ლიგაზეც ასპარეზობს. "ქალაქელები" პირველ შეხვედრას "ინტერის" წინააღმდეგ ჩაატარებენ. აღნიშნული მატჩი 18 სექტემბერს 23:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები