Belive

ახალ გუნდში ლოჩოშვილის დებიუტი შედგა | ლუკამ მატჩი სრულად ჩაატარა

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლუკა ლოჩოშვილი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს "კრემონეზედა" "სალერნიტანაში" იჯარით გადავიდა. სერია B-ს 21-ე ტურში სალერნიტანამ "სასუოლოს" უმასპინძლა და პირველივე შეხვედრაში ქართველი მცველის დებიუტიც შედგა. ლუკამ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მატჩი სრულად ჩაატარა. სამწუხაროდ, მასპინძლები გათამაშების ლიდერთან 1:2 დამარცხდნენ.

სასუოლომ ანგარიში მე-6 წუთზე გახსნა, ანგარიშის სხვაობა კი პირველი ტაიმის მიწურულს გაზარდა. ერთადერთი რაც სალერნიტანამ მოახერხა, მეორე ტაიმის დასაწყისშივე გატანილი გოლია - ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა.

ქართველი მცველის თამაში არასაიმედოდ ჩაითვალა და ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასებაც მიიღო (6.1).

სალერნიტანა სერია B-ს მე-18 ადგილზე იმყოფება და გასავარდნ ზონაშია, გუნდი მომდევნო შეხვედრას "რეჯინას" წინააღმდეგ, საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.